"გაგრამ" პენალტების სერიაში "სამგურალს" სძლია და საქართველოს თასს დაეუფლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 დეკემბერს, გორში ჩატარებულ საქართველოს თასის ფინალში "გაგრამ" სამგურალი" თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.

თასის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებიც ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად იბრძვიან. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი 5:3 "გაგრამ" იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ 55-ე წუთზე მსაჯმა წყალტუბოელი თედო კიკაბიძე გააძევა და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

"გაგრამ" მეორედ მოიპოვა თასი და უეფას კონფერენს ლიგაში იასპარეზებს.

გორი."თენგიზ ბურჯანაძე.
სამგურალი - გაგრა 0:0 (პენ 3:5)
გაძევება: კიკაბიძე (55)

სამგურალი: მეშველიანი, ბანძელაძე, პატარკაციშვილი, ტურე, კუხიანიძე, გაზდელიანი, ფონიავა,
ქურდაძე, დოლიძე (ჩიხლაძე 72), ბურჯანაძე, კიკაბიძე

გაგრა: კერესელიძე, ხოსიტაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, ივანიაძე (ერგემლიძე 85), ხაბელაშვილი (კაკიაშვილი 106), ქობულაძე, ვეკუა, სულთანიშვილი (მანაგაძე 106), მაქაცარია, ლაღაძე (ოქროპირიძე 84)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს ამ გუნდის სათამაშო სტილია,მთავარია მიზანს მიაღწიეს ვულოცავ გაგარას ამ გამარჯვებას.მე მზად ვარ გაგრასთვი ასეთი მსხვერპლი გავიღო,ჩემი უსაყვარლესი გუნდი(ბავარია) დაგემარცხებინოთ ფინალში ისე როგორც სამგურალი დაამარცხეთ!ეს თასი შეგეცვალოთ უეფას რომელიმე თასით!
bavarieli
05 დეკემბერი 2020 10:31
0
შეიძლება მსოფლიო რეკორდიც იყოს, კარგად არის სანახავი. მერვედფინალში, მეოთხედფინალში, ნახევრაფინალში და ფინალში გაგრას გოლი არ გაუტანია და თასი მოიგო. (?) მერვედფინალი კი მოიგო 1:0, მაგრამ იქ დინამო ბათუმმა გაიტანა თავის კარში.

მე უფრო იმაზე ვნერვიულობ, ამ გუნდით შეიძლება ევროპაზე გასვლა? წელს ალბათ სან-მარინოს გუნდსაც შანსი გაუჩნდა, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ შეგხვდება.

თუმცა გაგრაც დასაფასებელია, გზიდან ისეთი გუნდები ჩამოიცილა, როგორიცაა დილა, ბათუმი, საბურთალო. მეტი რა უნდა ექნა? კენჭისყრაში გაუმართლაო მაგასაც ვერ ვიტყვით.

ყრუაშვილსაც თავში აუვარდა, ასეთ მნიშვნელოვან თამაშში ისეთი წითელი ბარათი ამოიღო, ეს თუ ნახეს მსაჯთა მამებმა, ეჭქვეშ არ დადგეს მისი კვალიფიკაცია
გულშემატკივარი
05 დეკემბერი 2020 09:36
0
მეოთხედფინალი ნახევარფინალი ფინალი გოლი არ გაუტანია გაგრას და თასი მოიგეს )))) რავიცი რავიცი
rodemdeeee
04 დეკემბერი 2020 23:54
0
Yruashvili-samgurali 1-0
B. V. B
04 დეკემბერი 2020 23:17
0
ხანდახან მგონია რომ უეფა ჩვენთვის სპეციალურად ახალ ტურნირებს ქმნის რომ სადმე გავიდეთ.... და ჩვენ მაინც ვერა რა.
ზორბეგი
04 დეკემბერი 2020 22:42
0
ამ თასის დიზაინერს არ გაგვაცნობენ ნეტა?DDDD
fff
04 დეკემბერი 2020 21:29
1
ვადევნებდი თვალს თამაშს და აუცილებლად უნდა ითქვას რომ გაგრამ დაიმსახურა გამარჯვება
sormona
04 დეკემბერი 2020 21:21
10
მტერს და ავს ვისაც გაგრა დაეჯახება ეროპაზე
ტრისტანა7
04 დეკემბერი 2020 20:13
0

სიახლეები პოპულარული