"დინამო 2" და არა "დინამო" - საინტერესო წყვილები თასზე

AutoSharing Option
23 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას  ეროვნული ლიგის შვიდი, ეროვნული ლიგა 2-ის ექვსი, ლიგა 3-ის ორი და ლიგა 4-ის ერთი გუნდი იღებდა.

მოგეხსენებათ, თასის გათამაშებას ეროვნული ლიგის რამდენიმე კლუბი, მათ შორის, თბილისის "დინამოც" გამოეთიშა. საინტერესოა, რომ "დინამო 2" ასპარეზობას აგრძელებს...

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

"ჩიხურა" - "დინამო ბათუმი"

"საბურთალო" - "დილა"

"ლოკომოტივი" - "თელავი"

"სიონი" - "სამგურალი"

"დინამო 2" (თბილისი) - "გარეჯი"

"მერანი" (მარტვილი) - "გაგრა"

"შევარდენი 1906" - "შუქურა"

"გორი" -  "არაგვი"




დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრები 19 მაისს არის
დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

მომზადებულია gff-ის მიხედვით

altეროვნული ლიგა. VII ტური. 10 ყვითელი ბარათი, გაძევება, პენალტი - „საბურთალომ“ „დილას“ სძლია [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 2 /
დინამო 2-მა თასი რო აიღოს ევრო თასებზე ვინ გავა? :D
დაt
16:29 23-04-2021
1

სიახლეები პოპულარული