2 თანაბარი წყვილი - საქართველოს თასის წილისყრა

AutoSharing Option
29 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2021 წლის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას ეროვნული ლიგის ოთხი გუნდი იღებდა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

"შუქურა" - "სამგურალი"

"საბურთალო" - "დინამო ბათუმი"

დღევანდელ წილისყრაზე ასევე გაირკვა 2021 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მასპინძელი ქალაქი და ნომინალური მასპინძელი გუნდი. ფინალური მატჩი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება, მასპინძლის სტატუსით კი ქობულეთის "შუქურასა" და წყალტუბოს "სამგურალის" წყვილში გამარჯვებული გუნდი ითამაშებს.

დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის
შეხვედრები 24 ნოემბერს გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

წყარო: gff

altთასის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია - შეასრულებს ბათუმის "დინამო“ ოქროს დუბლს? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული