"ტორპედომ" "ლოკომოტივი 2" დაამარცხა და საქართველოს თასი მეხუთედ მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს თასის ფინალში „ტორპედომ“ მეოთხე ლიგის „ლოკომოტივი 2“ 2:0 დაამარცხა და თასის მოპოვებასთან ერთად კონფერენს ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ქუთაისელები უპირატესობას ფლობდნენ, მომენტებს ქმნიდნენ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა დედაქალაქური გუნდის მეკარე კოპალიანი. თუმცა მეორე ტაიმში „ტორპედომ“ ორჯერ დალაშქრა „ლოკოს“ კარი, შემდეგ თამაში სასურველ ტემპში გადაიყვანა და მატჩი მშვიდად მიიყვანა ლოგიკურ დასასრულამდე.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ფინალის მონაწილე გუნდებს და მსაჯებს კუთვნილი თასი და მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და აჭარის
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ირაკლი თოთლაძემ გადასცეს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
ტორპედო - ლოკომოტივი 2  2:0
გოლები: 1:0 კაბალიერო (56), 2:0 ქიმაძე (61)

ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, სანდოხაძე, მონტეირო, ქიმაძე (ბუღრიძე 69), გიგაური, მანჯგალაძე (ტაბატაძე 90+1), შერგელაშვილი, გ. კუხიანიძე (ცინცაძე 76), არაბიძე (შულაია 69), კაბალიერო (ახვლედიანი 69)

ლოკომოტივი: კოპალიანი, გაბაძე, ანდრონიკაშვილი, პირტახია, ხარაიშვილი, ხინჩიაშვილი (ოქროპირიძე 80), მენთეშაშვილი (ოზბეთელაშვილი 72), შერმადინი (ხუციშვილი 66), კურტანიძე (მელიქიშვილი 72), ჭიაბრიშვილი (მუკბანიანი 80), კიკნაძე

მკითხველის კომენტარები / 10 /
komperenc ligaze chven stadionze chavatarebt tamashebs, gaivseba stadioni, es zaan bevrs nishnavs.
BARSA
12 დეკემბერი 2022 11:49
0
ერათადერთი ქართული გუნდია ვისიც მეიმედება ევრო ტურნირებზე
ჯიმა
09 დეკემბერი 2022 14:56
0
გილოცავ, ჩემო ქუთაისო!
ქუთაისელი
08 დეკემბერი 2022 11:12
0
უეჭველი გახევენ ევროტურნირებს.ნახეთ რა უყვეს მეოთხე ლიგის გუნდს, ლოკოს? ათრიეს. ევროპა მოდიიის ტორპედო, გეშინოდეთ ჰაჰაჰჰაჰაჰა
გენაცვალეთ ბიჭებო, რა მაგრები ხართ. ასეთ გამოცდილკოლო 2-ს როგორ მოუგეთ, ყოჩაღ. წინ ...წინ
08 დეკემბერი 2022 10:10
12
საცოდავო ჰეითერო. დინამოებმა და დილამ ხო დაანგრიეს ევროპული სტადიონები ერთი მეორედ ათრია ამჯერად ესტონელმა მეხანძრეებმა. პოლონურმა საშუალოზე საშუალო ევროპულმა გუნდმა კი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს ზღვისპირელებს. და ვინც ბოლოს ქართული გუნდებიდან ევროტურნირზე ყველაზე წინ წავიდა ეს კი ევროპალიგის პლეიოფი იყო 2018 წელს ჰეითერო, ეს კლუბი სწორედ ტორპედო ქუთაისი იყო და სანამ ამ კლუბზე რაიმეს იტყვი პირი კარგად გამოირეცხე დაბოღმილო ლუზერო.
Charley
08 დეკემბერი 2022 13:33
0
ტიპი როგორ დაბოღმილა , ა ჰეითერო გეწყინა არა ? თუ გატკინა მაგრად ტორპედომ ეს ჯერ დასაწყისია აწი უფრო შეემზადე ასეთი "დაბოღმებისთვის" . ფინალში ლოკო შეხვდა და თუ თვითონ უნდა აერჩია მეტოქე საცოდავო. თუ რადგან მესამე ლიგელია მოდი წავაგოთ მასთანო თუ რა უნდა ექნათ ქუთაისელებს დდ:
Fyore
08 დეკემბერი 2022 13:24
0
გილოცავთ ტორპედოს ყველა გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას და ტიტულს. იმედია ეს დიდი წარმატებების დასაწყისი იქნება კლუბისთვის ბოლო სამწლიანი კრიზისის შემდეგ, მითუმეტეს ჩვენი ქვეყნის კვალობაზე საკმაოდ ამბიციური სპონსორი ჰყავს კლუბს და როგორც მატჩის წინ კლუბის დირექტორმა დააანონსა რომ გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება კვალიფიციური ლეგიონერებით და ქართველებით ევროტურნირებისთვისო იმედია ესეც მოხდება. იქნებ თქვენ მაინც მოსწმინდოთ ნამუსი ქართულ საკლუბო ფეხბურთს ევროტურნრებზე, გულწრფელად გაახარებთ ამით ყველას და არამარტო ქუთათურებს.
Charley
07 დეკემბერი 2022 23:53
3
ამაზე დისლაიქის მიმცემი რა სამარცხვინოა :(
ზურა
08 დეკემბერი 2022 10:43
2
გილოცათ... წარმატებები... 5
ქუთაისი
07 დეკემბერი 2022 21:58
3
ოთხშაბათს თასის ფინალს რა პონტში მართავთ??? შაბათ კვირას რომ დაისვენოთ? არ გრცხვენიათ???
პროფესტო
07 დეკემბერი 2022 21:39
9

სიახლეები პოპულარული