ტრანსფერ-ONLINE: 16 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
13:12. ოფიციალურად! "სტოკმა" "პარი სენ-ჟერმენიდან" იჯარით აიყვანა ხესე. ესპანელმა გაიარა სამედიცინო შემოწმება და სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი. ხესემ "სტოკი" "ფიორენტინას" ამჯობინა.

13:15. "რომამ" უარი თქვა რიად მაჰრეზის შეძენაზე და ახლა მის შორტ-ლისტში არიან შემდეგი ფეხბურთელები: პრომესი, მუნირი და ლუკას ვასკესი.

13:22. "ბარსელონა" ყველაფერს ეპოტინება: La Gazzeta dello Sport-ი წერს, რომ კატალონიელებმა "ნაპოლის" მიმართეს 60-მილიონიანი წინადადებით ლორენცო ინსინიეს თაობაზე.

13:26. ოფიციალურად! "ნიუკასლმა" "სტოკიდან" შეიძინა ფორვარდი ხოსელუ. 27 წლის ესპანელი 6 მილიონი ევრო დაჯდა. კონტრაქტი სამწლიანია.

13:29. გილფი სიგურდსონი "ევერტონში" გადავა. BBC
წერს, რომ ისლანდიელი ნახევარმცველი მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის. "სუონსი" გილფის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს მიიღებს.

13:42. "ბარსელონამ", შესაძლოა, კიდევ ერთი ლიდერი დაკარგოს. Daily Express-ი წერს, რომ ივან რაკიტიჩი - "ლივერპულის" პირობაა ფილიპე კოუტინიოს გაყიდვის შემთხვევაში.

13:44. ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, რომელიც სულ მალე წავა "არსენალიდან", რამდენიმე კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებას. მაგალითად, გარემარბი "ჩელსის" სთხოვს ხელფასს კვირაში 164 ათასი ევროს ოდენობით.

13:46. მოულოდნელად, "იუვენტუსს" მარუან ფელაინის შეძენა მოუნდა, რომლის შესახებაც ამას წინათ ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ბელგიელი არ იყიდება.

13:54. "ტოტენჰემი" ცხვირწინ ააცლის ორიეს "მანჩესტერ იუნაიტედს". რამდენიმე დღის წინ პსჟ-ის ფეხბურთელი თითქოს ხუთწლიან კონტრაქტზე მოელაპარაკა "იუნაიტედს", მაგრამ ახლა L'Equipe-ი წერს, რომ "ტოტენჰემმა" გაიმეორა მანჩესტერელთა წინადადება.

13:57. "ჩელსი" დიეგო კოშტას შემცვლელს იტალიაში ეძებს. ლონდონელები განიხილავენ "ტორინოს" ფორვარდის, ანდრეა ბელოტის ტრანსფერს. ცოტა ხნის წინ ტურინელებმა არ გაყიდეს ბელოტი "მილანში" 75 მილიონ ევროდ.

14:04. "ვესტ ბრომვიჩი" მზად არის, გაუშვას ნასერ შადლი, მაგრამ მასში ითხოვს 28 მილიონ ევროს. ფეხბურთელით ინტერესდება "სუონსი", რომელიც სიგურდსონს კარგავს.

14:15. კევინ-პრინს ბოატენგმა დატოვა "ლას პალმასი" თავისუფალი აგენტის რანგში. მხარეებმა გაწყვიტეს სამწლიანი კონტრაქტი, რომელიც ამა წლის მაისში გაფორმდა. 30 წლის ნახევარმცველი ოჯახური მიზეზების გამო წავიდა.

14:21. კარლოს ბაკა "ვილიარეალში" გადადის. Sky წერს, რომ ესპანურმა კლუბმა დაადასტურა კოლუმბიელის ერთწლიანი იჯარა "მილანიდან". ფორვარდი უკვე ამ კვირას ითამაშებს "ლევანტეს" წინააღმდეგ.

14:26. ოფიციალურად! უეს ბრაუნი ინდურ კლუბში გადავიდა. 37 წლის ვეტერანმა გააძლიერა "ქერალა ბლასტერსის" შემადგენლობა. ბრაუნის ბოლო კლუბი "ბლექბერნი" იყო.

14:32. ბლეზ მატუიდი თითქმის "იუვენტუსშია". ტურინული კლუბი მოელაპარაკა "პარი სენ-ჟერმენს" 25 მილიონ ევროზე. კონტრაქტი სამწლიანი იქნება, ხელფასი წელიწადში - 4 მილიონი ევრო.

14:44. ოფიციალურად! კარლოს ბაკა წარადგინეს "ვილიარეალის" მოთამაშის რანგში. კოლუმბიელი ერთი წელი იჯარით ითამაშებს ახალ გუნდში.

15:01. სედრიკი "საუთჰემპტონიდან" "ჩელსიში" გადავა. The Mirror-ი წერს, რომ ანტონიო კონტე პირადად არის დაინტერესებული ამ მოთამაშით, რომლის სატრანსფერო თანხა 17-18 მილიონს შეადგენს.

15:17. კევინ-პრინს ბოატენგი, რომელმაც გააუქმა "ლას პალმასთან" კონტრაქტი, ახლოს არის "აინტრახტში" გადასვლასთან.

16:01. The Mirror-მა დაწერა, რომ "ასტონ ვილა" დაინტერესდა ჯეკ უილშირით. სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

16:23. "ლაციოს" მცველით, უესლი ჰუდტით დაინტერესებულია "საუთჰემპტონი". ინგლისელები 17 მილიონს უხდიან რომაელებს.

16:24. ვაგნერ ლავმა გააგრძელა კონტრაქტი "ალანიასფორთან". 33 წლის ფორვარდი კიდევ სამი წელი დარჩება ამ გუნდში. გასულ სეზონში, 28 მატჩში ბრაზილიელმა 23 გოლი გაიტანა.

16:28. "ვალენსიას" ნახევარმცველ ნანის თურქეთში დაბრუნების პერსპექტივა აქვს. "ფენერბაჰჩეს" სურს ტრანსფერზე დაყენებული პორტუგალიელის იჯარა.

16:52. გჟეგოჟ კრიხოვიაკი "პარი სენ-ჟერმენს" "ლიონში" გაცვლის. გარდა ამისა, პოლონელით ინტერესდებიან - "ჩელსი" და "ნანტი", ხოლო "ვალენსიას" ფეხბურთელის იჯარა სურს.

17:16. "გრემიოს" ფორვარდ ლუანის აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტის გადასვლა მოსკოვის "სპარტაკში" თითქმის ჩაიშალა.

17:18. "მანჩესტერ სიტის" მცველი ელიაკიმ მანგალა, შესაძლოა, "ინტერში" გადავიდეს. Football Italia იტყობინება, რომ "სიტი" იჯარით გაუშვებს ფეხბურთელს და გადაიხდის ხელფასის ნაწილს.

17:30. "ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ გილფი სიგურდსონმა გაიარა სამედიცინო შემოწმება.

17:44. "ინტერის" ყოფილი ფორვარდი როდრიგო პალასიო თითქმის მოელაპარაკა "ბოლონიას". მხარეებმა ერთწლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს. 35 წლის არგენტინელი "ინტერიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.

18:23. ოფიციალურად! Football Italia წერს, რომ "მილანმა" "ბაიერნს" წინადადებით მიმართა არტურო ვიდალის თაობაზე.

18:36. "ატლეტიკოს" 23 წლის ფორვარდი ლუსიანო ვიეტო "საუთჰემპტონს" აინტერესებს, - წერს ესპანური გაზეთი "მარკა".

18:50. "მარსელი" დაინტერესებულია "არსენალის" მცველ მატიო დებუშით. თავად ფრანგიც არ არის წინააღმდეგი, შეიცვალოს კლუბი.

19:02. "ატლეტიკო" ეძებს დიეგო კოშტას გაფორმების ვარიანტებს. იმის გამო, რომ მადრიდულ კლუბს არ აქვს ახალი ფეხბურთელების გაფორმების უფლება, მათ შეიძლება დაეხმაროს "დეპორტივო", რომელიც ნახევარი წლით იჯარით აიყვანს ფეხბურთელს. სწორედ ნახევარი წელი დარჩა "ატლეტიკოს" დისკვალიფიკაციის დასრულებამდე.

19:59. სტეფან დე ვრი "ლაციოსთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას განიხილავს. La Republica წერს, რომ რომაელებმა მცველის ხელფასი კვირაში 38.4 ათას ევრომდე აიყვანეს "არსენალის", "იუვენტუსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან ინტერესის შემდეგ.

20:12. The Sun-ი წერს, რომ "უოტფორდი" უმიზნებს "ლესტერის" ფორვარდის, 29 წლის ისლამ სლიმანის ტრანსფერს.

20:16. ოფიციალურად! "ვიტესის" მეკარე ელოი რომი "ეინდჰოვენში" გადავიდა. კონტრაქტი ორწლიანია.

20:19. "მანჩესტერ სიტის" "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი მოუნდა - პეპ გვარდიოლას სურს "ვესტ ბრომვიჩის" კაპიტანი ჯონი ევანსი.

20:37. "დორტმუნდი" 5 მილიონ ევროს სთავაზობს "ჰოფენჰაიმს" ჯერემი ტოლიანის სანაცვლოდ. გარდა ამისა, 23 წლის მცველის შეძენა "ტოტენჰემსაც" უნდა.

20:48. გაბრიელ პაულისტა ახლოს არის "ვალენსიაში" გადასვლასთან. ფეხბურთელი, რომელიც "არსენალს" არ სჭირდება, 12 მილიონი ევრო ღირს.

21:22. ოფიციალურად! "ბრიუგეს" ყოფილი გარემარბი ხოსე ისკიერდო "ბრაიტონში" გადავიდა. 25 წლის კოლუმბიელში 15 მილიონი ევრო დაიხარჯა.

21:32. "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველი ლორენცო კალეგარი "ზენიტში" გააგრძელებს კარიერას. Paris United-ი ირწმუნება, რომ რუსული კლუბი იჯარით აიყვანს ფრანგს, ოღონდ გამოსყიდვის უფლების გარეშე.

21:39. ოფიციალურად! 21 წლის ფორვარდი ემანუელ ბოატენგი "მორეირენსედან" "ლევანტეში" გადავიდა. კონტრაქტი 4-წლიანია, ტრანსფერის თანხა - 2 მილიონი ევრო.

21:40. ოფიციალურად! "ფიორენტინამ" იჯარით აიყვანა 24 წლის მცველი კრისტიანო ბირაგი "პესკარადან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული