გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ შეთანხმებას ''რეალის'' პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა და ბეილის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა უკვე მიაღწიეს.
უელსელი ფეხბურთელის შეძენა განსაკუთრებით მანჩესტერ ''იუნაიტედს'' სურს. ასევე მისი დაბრუნების სურვილი ''ტოტენჰემსაც'' აქვს.
ბეილს მიმდინარე სეზონში ტრავმები აწუხებს, შემტევმა მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქე გუნდი 2-ჯერ დაამწუხრა.
მომზადებულია mirror-ის მიხედვით