ნიკოლოზ საბანაძე ირანის ჩემპიონატის ბოლოადგილოსან კლუბში გადავიდა

AutoSharing Option
გერმანული სააგენტო transfermarkt-ის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი ნიკოლოზ საბანაძე კარიერას ირანში გააგრძელებს.

საბანაძემ კონტრაქტი ირანულ "სიაჰ ჯამეგანსთან" გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი საბანაძემ "სამტრედიაში" გაატარა, თუმცა კლუბთან კონტრაქტი დეკემბერში ამოეწურა.

"სიაჰ ჯამეგანი" ირანის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 18 ტურის შემდეგ 13 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზეა. საბანაძის გუნდს ჩემპიონატში მხოლოდ 2 მოგება აქვს.

აღსანიშნავია, რომ საბანაძე გახდება მე-4 ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ირანის ჩემპიონატში ითამაშებს.

ამჟამად ირანში თამაშობენ გიორგი გველესიანი, კახა კაკაშვილი და საბა თავაძე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
სად ჯანდაბიდან იციან გერმანელებმა ამ მე-100 ხარისხოვანი ტრანსფერის შესახებ??
nika
08 იანვარი 2018 22:34
0
გურჯესტანის ჩემპიონატში ნათამაშები კაცი ირანში რომ გადავა დიდი წარმატება მგონია მე
ზურა
08 იანვარი 2018 20:17
1
ამ დაქცეულ ჩემპ'ი'ო'ნატს ყველაფერი სჯობს.
მართალი უქნი'ა
08 იანვარი 2018 19:47
1
ირანში გადასვლა თუ მოსალოცია,მაგრამ ჩვენი ფეხბურთელები ოღონდ აქედან გაიქცნენ და სულ ერთია სად წავლენ?
status quo
08 იანვარი 2018 17:40
1
ვულოცავ ნიკოლოზს ამ დიდ წარმატებას, ქვეყნის საამაყო შვილი ხარ ნიკა!
მოხარული ქართველი
08 იანვარი 2018 17:05
4
სამტრედიას ვინ დარჩა ყველა რომ გაიქცა
d/g
08 იანვარი 2018 15:46
1
ვინ დარჩა კიარა რა დარჩა?... ეს ხუმრობით და ვინ დარჩა იცით? მძღოლ-პრეზიდენტი გია ომანაძე, ,,პროფესორი" შალამბერიძე, მ ებურთე გოჩა, ექიმი-მასაჟისტი ზურაბ არჩილის ძე კოხრეიძე და ყველაფრის თავი და თავი კარლო არკადის ძე კალაძე.
...
09 იანვარი 2018 00:35
0
ამათ ცოტა მეტი ფული გადაუხადე და მადაგასკარის ჩემპიონატშიც ითამაშებენ.)))
dato
08 იანვარი 2018 15:22
3

სიახლეები პოპულარული