ფეხბურთი

ტრანსფერი

Corriere dello Sport: ტურინის "იუვენტუსი" დენის პრაეტის გაფორმებას ცდილობს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსს" 23 წლის ნახევარმცველის, დენის პრაეტის გაფორმება სურს.

ბელგიელი ფეხბურთელი ამჟამად "სამპდორიაში" ასპარეზობს, მისი სატრანსფერო ფასი კი 25 მილიონი ევროა.

იტალიური პრესის ცნობით, ტურინელებს ფეხბურთელის ფასი ებევრებათ და საუბარი კლუბებს შორის სწორედ ამ საკითხზე მიდის.

გენუელებმა ფეხბურთელი გასულ წელს ბრიუსელის "ანდერლეხტიდან" დაიმატეს.

მიმდინარე სეზონში იგი მოედანზე 19 შეხვედრაში გამოჩნდა, თუმცა გოლი არ გაუტანია.