"მილანმა" თავისი მცველი "ბოკა ხუნიორსში" გაანათხოვრა

AutoSharing Option
იტალიურმა "მილანმა" თავისი მცველი გუსტავო გომესი, რომელსაც ბევრი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, "ბოკა ხუნიორსში" გაანათხოვრა.

არგენტინელებმა ფეხბურთელის იჯარის სანაცვლოდ ნახევარი მილიონი ევრო გადაიხადეს, მისი გამოსყიდვა კი 6 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

პარაგვაელი "როსონერიში"  გასული სეზონის დასაწყისში "ლანუსიდან" გადაბარგდა, თუმცა თავი ვერ გამოიჩინა.

მას ჯერ ვინჩენცო მონტელა, ხოლო შემდეგ ჯენარო გატუზო ნდობას არ უცხადებდნენ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე "სერია ა"-ში იგი მოედანზე არცერთი წუთით არ გამოსულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული