არგენტინელებმა ფეხბურთელის იჯარის სანაცვლოდ ნახევარი მილიონი ევრო გადაიხადეს, მისი გამოსყიდვა კი 6 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
პარაგვაელი "როსონერიში" გასული სეზონის დასაწყისში "ლანუსიდან" გადაბარგდა, თუმცა თავი ვერ გამოიჩინა.
მას ჯერ ვინჩენცო მონტელა, ხოლო შემდეგ ჯენარო გატუზო ნდობას არ უცხადებდნენ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე "სერია ა"-ში იგი მოედანზე არცერთი წუთით არ გამოსულა.