ნახევარმცველი ჟოაუ კარვალიო ინგლისური კლუბისთვის სარეკორდო თანხად შეიძინეს და პორტუგალიელს 2023 წლამდე გაუფორმეს კონტრაქტი.
21 წლის შემტევისთვის ინგლისურმა კლუბმა 15 მლნ ევრო გადაიხადა. პორტუგალიურ კლუბს ასევე ფეხბურთელის შემდგომი ტრანსფერიდან 25 პროცენტი ერგება.
ფორვარდი დიეგო გონსალვეში კი "ნოტინგემ ფორესტმა" იჯარის წესით შემდგომი გამოსყიდვის უფლებით აიყვანა.
აღსანიშნავია, რომ "ნოტინგემ ფორესტმა" გასულ სეზონში ჩემპიონშიპში, აიტორ კარანკას ხელმძღვანელობით, მე-17 ადგილი დაიკავა.
მომზადებულია nottinghamforest.co.uk-ის მიხედვით