განელი ნახევარმცველი კვადვო ასამოა მილანის "ინტერის" ფეხბურთელი გახდა.
"ნერაძურიმ" ასამოას დამატება ოფიციალურად გააჟღერა. ხელშეკრულება 2020/21 წლების სეზონამდე გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ასამოა ტურინის "იუვენტუსში" თამაშობდა და ტურინული კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. აღსანიშნავია, რომ "იუვენტუსი" ასამოას კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობდა, მაგრამ განელმა კლუბი მაინც დატოვა.
მომზადებულია inter.it-ის მიხედვით