მადრიდის "ატლეტიკომ" 36 მლნ ევროდ შეფასებული პორტუგალიელი უფასოდ აიყვანა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკომ" 23 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველის, ჟელსონ მარტინშის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა.

2017/18 წლების სეზონში მარტინში "სპორტინგში" გამოდიოდა, შემდეგ კი თავისუფალი აგენტი გახდა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს კლუბის გულშემატკივრებსა და ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა და სწორედ ამიტომ მადრიდელებმა ის სრულიად უფასოდ აიყვანეს.

არადა, მარტინშის სატრანსფერო ღირებულება 35 მლნ ევროა.

"ატლეტიკომ" პორტუგალიელ ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჟელსონ მარტინშმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მხოლოდ ერთ მატჩში ითამაშა.

თუმცა ამბავი ამით არ დასრულებულა და "სპორტინგმა" მარტინშს ფიფაში უჩივლა.

"სპორტინგი" უარყოფს იმ არგუმენტებს, რომლის გამო მარტინშს პორტუგალიურ
კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა აიძულა და კომპენსაციის სახით 50 მლნ ევროს ითხოვს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ატლეტიკო" სპორტინგთან" მოლაპარაკებას ცდილობდა და პორტუგალიელებს 15 მლნ ევროს სთავაზობდა, თუმცა "სპორტინგს" აღნიშნული თანხა არ აწყობდა.

აქვე გეტყვით, რომ ზაფხულში "სპორტინგმა" ფიფაში მეკარე რუი პატრისიუსაც უჩივლა, რომელიც "ვულვერჰემპტონში" გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ "სპორტინგთან" კონტრაქტი ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელმა გაწყვიტა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ კლუბის აგრესიული ფანები "სპორტინგის" ბაზის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

ივნისში კი "სპორტინგის" პრეზიდენტი ბრუნუ დე კარვალიო გადააყენეს. მისი ქმედებების გამო გუნდში კრიზისი მოხდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რას ჩივიან? ფეხბურთელთა უსაფრთხოება ვერ დაიცვეს ბაზაზე და ვაი-გულშემატკივრებს აცემინეს, ვინ კლუბში დარჩა, იმათაც მადლობა მოუხადონ.
dato
14:07 26-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული