ჟერვინიო "პარმას" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
ჩინური "ჰებეი ჩაინა ფორჩუნის" ფეხბურთელი ჟერვინიო იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდა.

31 წლის კოტდიუარელი ფორვარდი "პარმაში" თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე მოაწერა.

ჟერვინიო ჩინური კლუბში 2016 წლიდან ასპარეზობდა. ჩინეთის ჩემპიონატში მან 29 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კარიერის განმავლობაში ჟერვინიო "ლე-მანში", "ლილში", ლონდონის "არსენალსა" და "რომაში" გამოდიოდა.

მომზადებულია parmacalcio1913.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული