ფეხბურთი

ტრანსფერი

"მონაკომ" პელე იჯარით ინგლისში გაუშვა

AutoSharing Option
"მონაკოს" ნახევარმცველი პელე გომეში კარიერას ინგლისურ ჩემპიონშიპში გააგრძელებს.

27 წლის პორტუგალიელი იჯარის წესით "ნოტინგემ ფორესტში" სეზონის ბოლომდე ითამაშებს, რომელიც ამ დროისთვის ლიგაში მე-9 ადგილზე იმყოფება.

პელე გომეში "მონაკოში" ზაფხულში "რიო ავედან" 10 მლნ ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ლიგა 1-ში 8 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

მომზადებულია nottinghamforest.co.uk-ის მიხედვით