"ბენფიკის" მცველი რუბენ დიაში კატალონიის "ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტის" ინტერესთა სფეროში აღმოჩნდა.
Record-ის ინფრომაციით, ორივე გუნდს მცველის შეძენა სერიოზულად სურს, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონტრაქტის გამოსყიდვა 100 მილიონი ევრო ღირს.
წყაროზე დაყრდნობით, დიაშის აგენტი ხოხრე მედესი მოლაპარაკებებს კატალონიურ გრანდთან უკვე აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ რუბენი "ბენფიკის" აკადემიის აღზრდილია. ძირითად გუნდში კი 2017 წლიდან თამაშობს.
"ნაპოლიმ" კულიბალის შემცვლელი "ბარსელონაში" იპოვა
"შენი დონე მაქსიმუმ "ბარსელონაა" - "რეალის" ფანი ხაბიბ ნურმაგომედოვი დაღესტნელ მებრძოლს [VIDEO]