ფეხბურთი

ტრანსფერი

რუსებმა თავი შეირცხვინეს

AutoSharing Option
საკმაოდ სასაცილო, უხერხულ და სამარცხვინო სიტუაციაში აღმოჩნდნენ რუსული ფეხბურთის წარმომადგენლები. მოგეხსენებათ, რომ მოსკოვის "ლოკომოტივში" სათამაშოდ ბოლო წლების გამორჩეული თავდამსხმელი - მარიო მანჯუკიჩი უნდა გადასულიყო. თუმცა მოლაპარაკებები ხორვატ თავისუფალ აგენტთან ჩიხში შევიდა. 

და რა გახდა ამის მიზეზი?

რუსებმა ხორვატის აგენტს განუცხადეს, რომ კონტრაქტს უნდა დაემატოს პუნქტი, სადაც მითითებული იქნება ევროს ფიქსირებული სავალუტო კურსი. ანუ, 1 ევრო მაქსიმუმ 80 რუსული რუბლის ოდენობით უნდა განისაზღვროს. მაშინ როცა მსოფლიო ბაზარზე ევროს ფასი 90 რუსულ რუბლს გასცდა. 

Sportall.Ge

აღნიშნულმა მოთხოვნამ ხორვატი თავდამსხმელის აგენტები უბრალოდ შოკში ჩააგდო.
ისინი კატეგორიულად მოითხოვენ კონტრაქტს, რომელზეც შეთანხმებას მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ მხარეები 2 წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომლის გათვალისწინებით მარიომ 2,4 მილიონი ევრო ხელფასის და 3 მილიონი ევრო ბონუსების სახით უნდა მიიღოს.