ფეხბურთი

ტრანსფერი

"ბაიერნს" "მარსელის" მცველის შეძენა სურს

AutoSharing Option
Sky Sport-ის მიხედვით, "ბაიერნს" "მარსელის" მცველის, ბუბაქარ კამარას შეძენა სურს. 

კლუბებმა გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე ეს ტრანსფერი განიხილეს, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. გერმანელები, როგორც მინიმუმ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფრანგი მცველის შეძენას შეეცდებიან. 

მცველის ღირებულება 20-30 მილიონ ევროს შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ, კამარა მხოლოდ "რეკორდმაისტერის" მხედველობის არეში არ არის მოქცეული. მისით "ბარსელონა", "ჩელსი", "არსენალი", "მილანი" და პსჟ არიან დაინტერესებულნი.

მომზადებულია sports-ის მიხედვით