ფეხბურთი

ტრანსფერი

"1-ლი ივნისიდან მასთან მოლაპარაკების უფლება ნებისმიერ კლუბს ჰქონდა..." - შეძლებს პსჟ მესის დაყოლიებას?

AutoSharing Option
ლიონელ მესი 2021 წლის ზაფხულში "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს, პსჟ-ის ხელმძღვანელობა კი მის პარიზში გადაბარგებას ჯერ კიდევ აქტიურად განიხილავს.

მესის კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე თვეში უმთავრდება. ამრიგად, თუ ის "ბლაუგრანასთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ამ შემთხვევაში არგენტინელი სუპერვარსკვლავის დამატება ფრანგულ კლუბს (აქტიურად იწერება "სიტისა" და "ინტერის" ვარიანტებიც) უფასოდ შეეძლება.

"რა შემიძლია გითხრათ? ყველა დიდებულ ფეხბურთელს "პარი სენ ჟერმენში" სურს თამაში. შეუძლებელია ყველას გაფორმება, რადგან ჩვენ ისედაც მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს. თუმცა მესი მესია, ის შეუდარებელია. მე "ბარსელონას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ლეოსთან
დაკავშირებით ვესაუბრე და ვუთხარი, რომ 1-ლი ივნისიდან მასთან მოლაპარაკების უფლება ნებისმიერ კლუბს ჰქონდა. ამრიგად ჩვენ მესის საფრანგეთის დედაქალაქში გადმოსაყვანად ყველაფერს გავაკეთებთ" - განაცხადა ალ-ხელაიფმა.

თუმცა, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ლეო "ბლაუგრანასთან" კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებს.

წყარო: marca