ფეხბურთი

ტრანსფერი

8 ივლისის სატრანსფერო სიახლეები [PHOTO]

AutoSharing Option
გთავაზობთ 8 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:


"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, სერხიო აგუეროს შემცვლელის პოვნა ძალიან უჭირს. როგორც ჩანს, "ქალაქელებს" "ტოტენჰემის" მიერ წამოყენებული პირობებზე თანხმობა მოუწევს, თუ ჰარი კეინის შეძენა სურს.
"ლივერპულს" გუნდში ახალი სისხლის დამატება სჭირდება. მერსისაიდელები ერთ-ერთ ვარიანტად "ვულვზის" ესპანელ გარემარბს, ადამა ტრაორეს განიხილავენ.
Sportall.Ge
მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, "ევერტონის" შემტევის, რიჩარლისონის დამატება სურს. სავარაუდოდ, ბრაზილიელ ფეხბურთელს მომდევნო წლიდან "ბლანკოსის" რიგებში ვიხილავთ.
Sportall.Ge
მანუელ ლოგატელი, დიდი ალბათობით, "სასუოლოს" დატოვებს. მისით "იუვენტუსი" და "არსენალი" დაინტერესდნენ. როგორც Tuttosport-ი წერს, "აძურას" ნახევარმცველს
"ბიანკონერის" რიგებში სურს თამაში.
მიუნხენის "ბაიერნის" ახალ მთავარ მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს, ლეონ გორეცკას გუნდში შენარჩუნება სურს. გერმანელი ნახევარმცველით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.

მომზადებულია marca-ს მიხედვით