მესი თითქმის პარიზელია, მაგრამ...

AutoSharing Option
ლიონელ მესისა და "პარი სენ ჟერმენს" შორის მოლაპარაკება შედგა, არგენტინელი ფეხბურთელი რამდენიმე საათში პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება.

როგორც l'equipe-ი წერს, "ალბისელესტეს" კაპიტანი საფრანგეთში რამდენიმე საათში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დღის ბოლოს ხელს 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს.

პრესკონფერენცია კი ოთხშაბათს "პარკ დე პრენსზე" გაიმართება. მესი თითქმის პარიზელია, მაგრამ ყველაფერს ოფიციალური დასტური სჭირდება.

შეგახსენებთ, დღეს, 10 აგვისტოს, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსბარსელონელის გადასაბირებლად "მანჩესტერ იუნაიტედიც" ჩაერთო...

მომზადებულია l'equipe-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
ღმერთო! მესის ასეთ მდგომარეობაში ჩაყენებისთვის, შენ გადაუხადე სამაგიერო ვისაც ბრალი მიუძღვის მის წასვლაში. ეს ისეთი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო ლეომ, რომ არა მგონია ამ მდგომარეობიდან ადვილად გამოვიდეს. ლეო შე მაგარო ფეხბურთელო! გისურვებთ გადაგელახოს ყველაფერი ცუდი, რაც გაგიკეთეს ამ ნაძირლებმმა.
///////
14:42 10-08-2021
0
ბარსამ , ბარსას სული და გული დაკარგა!
გია
16:39 10-08-2021
1

სიახლეები პოპულარული