ჰოლანი, პოგბა, კამავინგა პსჟ-ში? პარიზელები გაჩერებას არ აპირებენ

AutoSharing Option
პსჟ მადრიდის "რეალთან" კილიან მბაპეს თაობაზე სარფიან გარიგებას აწარმოებს.

L'Équipe-ის ცნობით, თუ ახალგაზრდა ფრანგი პარიზულ გრანდს დატოვებს, ამ შემთხვევაში ნასერ ალ-ჰელაიფი და ლეონარდო "დორტმუნდის" ფორვარდის, ერლინ ჰოლანის, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბასა და "რენის" ფეხბურთელის, ედუარდო კამავინგას გადაბირებას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, პოგბასა და კამავინგას კლუბთან არსებული კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებთ, სპორტსმენები კი გუნდთან ხელშეკრულების განახლებას არ გეგმავენ.

როგორც მოგეხსენებათ, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობამ "პარი სენ ჟერმენს" 170+10 მილიონი ევრო შესთავაზა. უცხოური პრესის ცნობით, კილიანი ესპანურ კლუბში მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავა.

მომზადებულია
sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული