ფეხბურთი

ტრანსფერი

დე იონგი "იუნაიტედში" არ გადავა

AutoSharing Option
როგორც ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ირწმუნება, "ბარსელონას" ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი "მანჩესტერ იუნაიტედში" არ გადავა.

წყაროს თქმით, ნიდერლანდელი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს პრემიერლიგაში გადაბარგებასთან ახლოს იყო, თუმცა ეს გარიგება არ შედგება.

"იუნაიტედის" გარდა, ფრენკით მიუნხენის "ბაიერნიც" ინტერესდება, რასაც ფეხბურთელის მამაც ადასტურებს.

ადრე დაიწერა, რომ ინგლისელებს საკუთარ გუნდში ფილიპე კოუტინიოს ხილვა სურდათ, თუმცა ახლა აქცენტი 24 წლის ნახევარმცველზე აიღეს და მის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროსაც ჩამოდიან.

შეგახსენებთ, ნიდერლანდელმა ამ სეზონში მონაწილეობა 19 შეხვედრაში მიიღო, თავი კი 1 გოლითა და 2
ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

alt"იუნაიტედი" დე იონგთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს იწყებს