"ბარსელონა" ერლინ ჰოლანის გაფორმებას ცდილობს. კატალონიური გუნდისთვის ნორვეგიელი ფორვარდის გადაბირება ოცნებას წარმოადგენს, თუმცა მინო რაიოლამ "ბლაუგრანას" გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა:
"ელოდება თუ არა ერლინი "ბარსას"? ის სხვადასხვა გუნდის მოსასმენად მზადაა. ჩვენ წინასწარ არ ვსაუბრობთ, ველოდებით საუკეთესო ვარიანტს. შეიძლება "დორტმუნდში" კიდევ დარჩეს. რაც შეეხება "ლურჯ-ბროწეულისფერებს", ყველამ კარგად ვიცით, რომ კატალონიელებს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ, ამ სიტუაციაშიც კი.
1-2 წელიწადში ისინი დაბრუნდებიან, ბევრად ძლიერები და ეკონიმიკურად წელში გამართულები" - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.
მინოს სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა სკანდინავიელი გერმანიაში კიდევ დარჩეს და
"ბარსელონას" ფინანსური კრიზისის დაძლევას დაელოდოს, რათა მოგვიანებით მათ შეუერთდეს.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით