ფეხბურთი

ტრანსფერი

რონალდო მიდის? ცნობილია მიზეზი, რა შემთხვევაშიც პორტუგალიელი "იუნაიტედიდან" წავა

AutoSharing Option
Daily Mail-ის ცნობით, კრიშტიანო რონალდომ შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს.

წყაროს თქმით, პორტუგალიელი "წითელი ეშმაკების" შემადგენლობიდან წასვლას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ახალდანიშნული მთავარი მწვრთნელით კმაყოფილი არ იქნება. ასევე აღსანიშნავია, რომ გუნდში რალფ რანგნიკის მოსვლით შემტევი დიდად ბედნიერი არ არის, მეტიც, წინააღმდეგია.

შეგახსენებთ, გერმანელი სპეციალისტი მანჩესტერში ნოემბრის თვეში, როგორც დროებითი მწვრთნელი, ისე მოვიდა, სეზონის ბოლომდე კი აქ იმუშავებს.

რონალდომ პრემიერლიგაში 16 შეხვედრა გამართა, თავი კი 8 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიელმა 5 შეხვედრაში 6 ბურთი გაიტანა.

მომზადებულია
championat-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ