ფეხბურთი

ტრანსფერი

"ლივერპული" ლუის დიასს შეეშვა - კლოპმა ორიჯის დარჩენა თხოვა

AutoSharing Option
სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით "ლივერპულსა" და "პორტუს" შორის ლუის დიაზ მარულანდასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.

გუშინ, 7 იანვარს, დაიწერა, რომ ინგლისური კლუბი მზად იყო 24 წლის კოლუმბიელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გაეღო, თუმცა პორტუგალიელებმა 80 მილიოი მოითხოვეს.

წყაროს ცნობით, მერსისაიდელების მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ამ ამბავის გაგების შემდეგ დივოკ ორიჯის ზაფხულამდე დარჩენა და კონტრაქტის გახანგძლივება თხოვა, მეტიც, ხელმძღვანელობა ბელგიელი თავდამსხმელის გასხვისებას არც ზაფხულში აპირებს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით