ფეხბურთი

ტრანსფერი

ოქრიაშვილი სათამაშოდ შესაძლოა ჩინეთში გადავიდეს

AutoSharing Option
PROTATHLIMA თორნიკე ოქრიაშვილის ჩინეთში შესაძლო გადასვლაზე წერს:

"საქართველოს ნაკრებისა და ნიქოზიური "აპოელის" ერთ-ერთი ლიდერის, თორნიკე ოქრიაშვილის სამსახურით ჩინური "ქანჟოუ" ინტერესდება.

აზიურ გუნდს ტოზა სამბურიჩი წვრთნის. სერბ მწვრთნელს "ჯვაროსნების" ნახევარმცველის ხილვა საკუთარ გუნდში სურს, თუმცა ყველაფერს დრო გაარკვევს. რამდენად მოისურვებს "ოქრი" ჩინეთში გადაბარგებას, ამას თვითონ ფეხბურთელი გადაწყვეტს.

ამ დროისთვის განვმარტავთ, რომ "აპოელს" ჩინური გუნდისგან წინადადება ჯერ არ მიუღია, თუმცა ოფიციალური წერილის შემთხვევაში ნიქოზიური გუნდის ხელმძღვანელობა არსებულ სიტუაციას შეაფასებს და ფეხბურთელს გაასხვისებს" - წერს PROTATHLIMA.