"ბარსელონა" ლევანდოვსკით დაინტერესდა

AutoSharing Option
Sport.es-ის მტკიცებით, მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი, რობერტ ლევანდოვსკი "ბარსელონას" ინტერესის არეალში მოექცა. წყაროს ცნობით, თუ ზაფხულში ერლინ ჰოლანს ვერ შეიძენენ, მაშინ რობერტის გადმოსაყვანად მოქმედებებს დაიწყებენ.

რაც შეეხება "ბლაუგრანას" სიას, ჩამონათვალში შედიან: ალექსანდერ ისაკი ("სოსიედადი"), ლაუტარო მარტინესი ("ინტერი") და რობერტ ლევანდოვსკი.

ამ მომენტისთვის, პოლონელსა და გერმანულ მხარეს შორის მოლაპარაკეები არ მიმდინარეობს, ფეხბურთელს კლუბთან არსებული ხელშეკრულება 2023 წელს გასდის, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლევანდოვსკის "რეკორდმაისტერში" თამაში კიდევ რამდენიმე სეზონით სურს, თუმცა საინტერესო წინადადებით ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდებმა უკვე მიმართეს, ჩამონათვალს კი "ბარსელონაც"
დაემატა.

მომზადებილია championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ ეს მართალია გამოდის მესის გუნდიდან გასაშვებათ ყოფილა მოგონილი ეს ვითომდა ფინანსური კრიზისი.
რრრ
15:23 12-03-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული