ფეხბურთი

ტრანსფერი

ლევანდოვსკიმ "ბარსელონასთან" 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულში "ბარსელონაში" გადავა.

ჟურნალისტ ნიკოლო შირას თქმით, 33 წლის პოლონელი კატალონიურ კლუბთან 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

პირადი კონტრაქტის პუნქტების შეთანხმების შემდეგ "ბლაუგრანა" "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობას შეხვდება და ბოლო დეტალებს მათთან გაივლის.

შეგახსენებთ, ლევანდოვსკის მიუნხენელებთან არსებული კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ