ფეხბურთი

ტრანსფერი

"გთხოვთ, არ გამიშვათ "პარი სენ-ჟერმენში" - ჩუამენი "მონაკოს" ხელმძღვანელობას "რეალში" ტრანსფერს სთხოვს

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი აურელინ ჩუამენი მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

Marca-ს ინფორმაციით, ნახევარმცველმა გუნდის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა, რათა მის ტრანსფერს "სამეფო გუნდში" ხელი არ შეუშალონ.

ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი "მონაკოს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა "პარი სენ ჟერმენი" უფრო გაუმჯობესებულ წინადადებას, 100 მილიონ ევროს სთავაზობს.

"მონაკო" ორივე წინადადებას განიხილავს, თუმცა ჩუამენი საფრანგეთში დარჩენისა და პარიზელთა რიგებში თამაშის სასტიკი წინააღმდეგია.

შეგახსენებთ, ფეხბურთელმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 50 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა.