"ბარსელონას" ახალი შეთავაზება "ბაიერნს" - საგა გრძელდება

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ლევანდოვსკის სანაცვლოდ მეორე შეთავაზება გააკეთა, კატალონიურმა კლუბმა "ბაიერნს" 35+5 მილიონი ევრო შესთავაზა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.

მიუნხენელთა პოზიცია უცვლელია, "რეკორდმაისტერი" პოლონელ ფორვარდს 50 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა. თავად ლევანდოვსკის გუნდის შეცვლა რაც შეიძლება მალე სურს.

შეგახსენებთ, ლევანდოვსკიმ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩში 50 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული