ფეხბურთი

ტრანსფერი

"ბარსელონას" ნახევარმცველი კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი მზადაა გუნდი დატოვოს.

Sky sports-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელი მზადაა კარიერა პრემიერლიგაში, კერძოდ, "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს. მოთამაშეს ყოფილ დამრიგებელ ერიკ ტენ ჰაგთან მუშაობის იდეა მოსწონს.

გუნდები შეთანხმებასთან ახლოს არიან. ტრანსფერის ღირებულებად 80 მილიონი ევრო სახელდება. ხავის მოთამაშის გაყიდვა არ სურს, თუმცა რთული ფინანსური სიტუაციის გამო კლუბი მზადაა ფრენკი გაუშვას.

25 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში ლა ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 3 გატანილი გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით