ფეხბურთი

ტრანსფერი

4 ივლისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი კალვინ ფილიპსი გაიფორმა. ინფორმაციას "ქალაქელების" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ფილიპსი გასულ სეზონში "ლიდსის" ღირსებას იცავდა და ამ გუნდის აღზრდილია. ტრანსფერის ღირებულებად 48 მილიონი ევრო სახელდება.

ლონდონის "არსენალმა" გაბრიელ ჟესუსის ტრანსფერი დაადასტურა. ბრაზილიელი მეთოფეთა ახალი 9-იანი გახდება. გაბი ლონდონურ კლუბს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. შემტევმა გასულ სეზონში ქალაქელთა რიგებში ყველა ტურნირზე ჯამში ნ41 მატჩი გამართა, თავი 13 გატანილი გოლითა და 12 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

"ბარსელონამ" მემფის დეპაის ყიდვა "სევილიას" შესთავაზა. ესპანელი ჟურნალისტის, ხერარდ მორენოს ინფორმაციით, კატალონიელებს კუნდეს
გაფორმება სურთ, რომელიც ანდალუსიელთა ღირსებას იცავს, ფინანსური პრობლემების გამო კი "ბარსა" მზადაა ფრანგი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ ჰოლანდიელი შემტევი დათმოს. მემფისმა გასულ სეზონში ლა ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 12 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა ფიქსირდება.

"მადრიდის რეალი" "დორტმუნდის" ახალგაზრდა ვარსკვლავის, ჯუდ ბელინგემის შეძენას გეგმავს. The Athletic-ის ინფორმაციით, 19 წლის ნახევარმცველის შეძენას მადრიდელები 2023 წელს გეგმავენ. ინგლისელისთვის ასევე იბრძოლებენ პრემიერლიგის გრანდები: "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის"ჩელსი". ბელინგემი "დორტმუნდმა" 2020 წელს "ბირმინგემიდან" 11 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით