ჟიულ კუნდე "ჩელსის" უახლოვდება - 21 ივლისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 21 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:

მადრიდის "ატლეტიკომ" "უდინეზეს" მცველი ნაუელ მოლინა გაიფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. არგენტინელი ფეხბურთელი "ინდიელებს" რამდენიმე დღეში შეუერთდება. მოთამაშეს "არსენალსაც" უკავშირებდნენ. დიეგო სიმეონეს მოლინა კირან ტრიპიერის შემცვლელად ესახება, რომელმაც ესპანური კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვა.

იტალიური "რომა" ჟორჟინიო ვეინალდუმით დაინტერესდა. ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველი კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არაა და ჟოზე მოურინიოსთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს. მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა. დედაქალაქურ კლუბს დინამიკური ნახევარმცველი სურს, რომელიც მეტოქის კართან საფრთხეს შექმნის.

"ტოტენჰემის" განაპირა მცველმა სერხიო რეგილონმა
შესაძლოა კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს. კატალონიური კლუბი ესპანელს მარკოს ალონსოს ალტერნატივად განიხილავს. "ჩელსის" ალონსოს გაშვება არ სურს. Mundo deportivo-ს ცნობით, "დეზებს" რეგილონის გაშვება სურს, რადგან მოთამაშე ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის.

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ლონდონის "ჩელსი" ჟიულ კუნდეს შეძენასთან ახლოსაა. "არისტოკრატები" "სევილიას" 55 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც სრულიად აკმაყოფილებს ანდალუსიელთა მოთხოვნებს. მას შემდეგ, რაც ინგლისური კლუბი ანდრეას კრისტენსენმა და ტონი რუდიგერმა დატოვეს, ტომას ტუხელს ცენტრალური დაცვის ზონაში კალიდუ კულიბალისა და კუნდეს ხილვა სურს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული