ფეხბურთი

ტრანსფერი

"ჩემი შვილი მძევალია, მალე ციხეში პურსა და წყალზე იქნება" - "იუნაიტედის" რთული მისია იწყება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "იუვენტუსთან" ადრიან რაბიოს თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისელები 15 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან.

თუმცა ყველაზე რთული ეტაპი სწორედ ახლა იწყება, პირადი კონტრაქტის შეთანხმება მის აგენტთან და ამავდროულად, მკაცრ დედასთან.

აქამდე ვერონიკას სურდა, რომ სპორტულ დირექტორსა და მენეჯერს შეხვედროდა, ასევე დასწრებოდა ღია და დახურულ ვარჯიშებს, თანაც, თუ გავითვალისწინებთ "იუნაიტედის" კოშმარულ მდგომარეობას (გუნდმა პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩი წააგო, რონალდოს წასვლა უნდა), ესღა აკლდა...

ვერონიკას ახირება ახლახან არ დაწყებულა, რაბიოს "პარი სენ ჟერმენში" გადასვლის შემდეგ ქალბატონს პრესეზონის ტურნეზე
წასვლა სურდა, რათა ყველაფერს დაკვირვებოდა და თავისი შვილის გვერდით ყოფილიყო, ადრიანის სარეზერვო გუნდში გადასვლის შემდეგ კი (ხელფასის გამო) სიტყვით საჯაროდ გამოვიდა.

"ჩემი შვილი კლუბის მძევალია. მალე ის ციხეში პურსა და წყალზე იცხოვრებს" - განაცხადა ქალბატონმა.

2018 წელს ფრანგი ნახევარმცველი "ტოტენჰემში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა უარი ხელფასის გამო ითქვა. "იუნაიტედის" პრობლემებს ფრენკი დე იონგის არშემდგარი ტრანსფერიც ემატება, ტენ ჰაგს ყოფილი შეგირდის საკუთარ გუნდში მიყვანა ძალიან სურდა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით