ბერნარდუ სილვამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი შეათანხმა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა ბერნარდო სილვამ "ბარსელონასთა" პირადი კონტრაქტი შეათანხმა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, უახლოეს მომავალში "ბარსა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონიან შეთავაზებას გააკეთებს. კატალონიური კლუბი დარწმუნებულია, რომ ტრანსფერი შედგება, რადგან ბერნარდუმ კლუბის ხელმძღვანელობას გაშვება სთხოვა.

სილვა "ქალაქელებს" 2017 წელს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ "მონაკოდან" შეუერთდა. პორტუგალიელმა პეპ გუარდიოლას გუნდში 248 მატჩი გამართა, 50 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და 48 გოლი გაიტანა. 

მომზადებულია Championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაპორტა, სულ წუწუნებდა ფული არ გვაქვსო და რა ვიცი, მარტო მესიზე გაავრცელა უფულობა? უკვე ყველამ და ყველაფერმა შემაზიზღა თავი!
.........
17:07 13-08-2022
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული