ფეხბურთი

ტრანსფერი

"ლივერპული" ბელინგემის სანაცვლოდ 100 მილიონს ჩამოდის

AutoSharing Option
"ლივერპულს" ჯუდ ბელინგემის ყიდვა სურს.

Bild-ის ცნობით, მერსისაიდულ გუნდთან ერთად ინგლისელი ფეხბურთელით "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი" და მადრიდის "რეალი" ინტერესდებიან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლივერპული" მზადაა 19 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა გერმანული მხარე 150-ს ითხოვს.

Bild-ი თვლის, რომ ბელინგემის ყიდვაში ფავორიტი იურგენ კლოპის გუნდი არაა.

შეგახსენებთ, ჯუდმა ამ სეზონში "დორტმუნდის" მაისური 19-ჯერ მოირგო და თავი 9 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით