ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი: მთავარი ბრძოლები წინაა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის გუშინდელი მატჩებიდან ისეთი ანგარიშით არცერთი დასრულებულა, რომელიმე გუნდი წყვილის გამარჯვებულად უკვე რომ გამოვაცხადოთ.

9 შეხვედრიდან 5 მასპინძლებმა მოიგეს, ხოლო 2 ფრედ დასრულდა.

ყველაზე დიდი უპირატესობა "ჰაპოელ ბეერ შევამ" მოიპოვა, რომელმაც "ლუდოგორეცი" 2:0 დაამარცხა.

ორ-ორი ბურთით იმარჯვეს "ასტანამ" და კიევის "დინამომ", მაგრამ მათ საკუთარ მოედანზე თითო გოლი მაინც გაუშვეს.

სტუმართაგან ყველაზე კარგი შედეგი თურქულმა "ბაშაქშეჰირმა" დააფიქსირა, რომელმაც "ბრიუგესთან" არ წააგო, თან მეტოქის მოედანზე 3 გოლი გაიტანა.

ასტანა-ლეგია 3:1
კიევის დინამო-იანგ ბოიზი 3:1
ზალცბურგი-რიეკა 1:1
ჰაპოელ ბეერ
შევა-ლუდოგორეცი 2:0
ვიტორული-აპოელ 1:0
მარიბორი-ჰაფნაფიორდური 1:0
სელტიკი-რუსენბორგი 0:0
ნიცა-აიაქსი 1:1
ბრიუგე-ბაშაქშეჰირი 3:3

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული