ნაპოლი-ნიცა
"ნიცა" სამხრეთ იტალიაში დიდი დანაკლისით მიდის - მარიო ბალოტელი კვლავ ტრავმირებულია და სამშობლოში ვერ ითამაშებს. სკანდალებით ცნობილ ფორვარდს ჯერ ვერ მოურჩენია მუხლი, რის გამოც მან საფრანგეთის პირველობის სტარტი გამოტოვა.
ასევე, ლუსიენ ფავრმა განაცხადა, რომ "ნაპოლისთან" ვერც ახალწვეული უესლი სნეიდერი ითამაშებს, რომელსაც ასევე არ სჭირდება წარდგენა იტალიაში. დიდი ხანია, რაც გუნდს ვერ ეხმარება ვილან სიპრიენი.
დიდი ალბათობით, იტალიელთა წინააღმდეგ "ნიცა" ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდით ითამაშებს, რომლის როლსაც ალასან პლეა შეასრულებს. ბალოტელის არყოფნა სამწუხაროა, რადგან მას "ნაპოლისთან" თავისი ძველი ანგარიშები აქვს - გავიხსენოთ თუნდაც 2013 წელი, როცა მას პენალტი აუღო პეპე რეინამ, შემდეგ კი ჩვეულ სტილში "გამოიჩინა" თავი და მსაჯს საფინალო სასტვენის შემდეგ (!) გააძევებინა.
მაურიციო სარის გუნდი ფრანგებს ტრადიციული ტრიოთი - ინსინიე, მერტენსი, კალეხონი შეუტევს, რომელთაც სიღრმიდან მარეკ ჰამშიკი დაეხმარება. დაცვაში შეიძლება ვიხილოთ ნიკოლა მაქსიმოვიჩის დებიუტი, რომელიც 20 მილიონ ევროდ "ტორინოდან" გადავიდა ნეაპოლში.
სელტიკი-ასტანა
სად შოტლანდია და სად ყაზახეთი, მაგრამ ეს კლუბები ერთმანეთს შარშანაც დაახლოებით ამ დროს დაუპირისპირდნენ - III საკვალიფიკაციო ეტაპზე. შარშან შოტლანდიის ჩემპიონმა რის ვაი-ვაგლახით გამოგლიჯა პლეი-ოფის საგზური "ასტანას", მსაჯის ნაჩუქარი პენალტით ბოლო წუთზე, რომელიც მუსა დემბელემ გოლად აქცია. ყაზახეთში შურისძიება სწყურიათ.
ბაშაქშეჰირი-სევილია
"ბაშაქშეჰირში" თამაშობენ გაელ კლიში და ემანუელ ადებაიორი, რომელთაც ლიგაზე "სევილიას" წინააღმდეგ ზუსტად ათი წლის წინათ აქვთ ნათამაშები... "არსენალის" მაისურით. მაშინ ლონდონელებმა 3:0 მოიგეს, ახლა კი ბუნებრივია, კლიშისა და ადებაიორის ახალი გუნდი ფავორიტი სულაც არ არის. სტამბოლური კლუბი ძალზე გამოუცდელია, "ბაშაქშეჰირმა" ახლახან მოიგო ევროთასებზე პირველი მატჩი. ეს წინა, III საკვალიფიკაციო ეტაპზე იყო.ბეერ შევა-მარიბორი
სლოვენიელებს ერთი ებრაელი ლეგიონერი ჰყავთ - მარვან კაბჰა. "ჰაპოელი" შარშანაც იყო ამ ეტაპზე და კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე ვერ გააღწია. "მარიბორი" ჯგუფურ ეტაპზე ბოლოს 2014/15 წლების სეზონში თამაშობდა.ოლიმპიაკოსი-რიეკა
"რიეკა" ზედიზედ მეხუთე სეზონია, რაც ევროთასებზე თამაშობს, მაგრამ გუნდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 2000 წლის მერე პირველადაა. "ოლიმპიაკოსი" კი ჯგუფურ ეტაპზე მე-18-ედ აპირებს გასვლას. შარშან ბერძნებმა ეს ვერ შეძლეს (2010 წლის მერე პირველად). წესით და რიგით, კოსოვოელი ბენსიკ ჰასის გუნდს მიზნის მიღწევა არ უნდა გაუჭირდეს.ოთხშაბათი. 16 აგვისტო
ბაშაქშეჰირი (თურ)-სევილია (ესპ) 22:45
სელტიკი (შოტ)-ასტანა (ყაზ) 22:45
ბეერ შევა (ისრ)-მარიბორი (სლო) 22:45
ნაპოლი (იტა)-ნიცა (საფ) 22:45
ოლიმპიაკოსი (საბ)-რიეკა (ხორ) 22:45
- "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგას მოგებით დაუბრუნდა [VIDEO]
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"