კლოპმა კოუტინიო ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ფეხბურთელის სურვილის საწინააღმდეგოდ შეიყვანა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ფილიპე კოუტინიო ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა, მაგრამ თუ beIN Sports-ს დავუჯერებთ, ეს ბრაზილიელი ფეხბურთელის ნების საწინააღმდეგოდ გააკეთა.

ცნობილია, რომ თითქმის მთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფილიპე კოუტინიო "ლივერპულისგან" "ბარსელონაში" გაშვებას ითხოვდა, მაგრამ მერსისაიდელებმა მისი სურვილი არაფრად ჩააგდეს.

როგორც ჩანს, ბრაზილიელი ფეხბურთელი კატალონიაში მიმდინარე სეზონშივე გადასვლის იმედს არ კარგავს. ის არ გამორიცხავს, "ბარსა" ტრანსფერს იანვარში მიუბრუნდეს. იმისათვის, რომ კოუტინიომ ესპანური გუნდის მაისურით ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებში მონაწილეობა მიიღოს, მან ჯგუფურ ეტაპზე არ უნდა ითამაშოს. სავარაუდოდ, სწორედ
ამიტომ ითხოვდა ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის განაცხადს მიღმა დატოვებას.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნუ გადმოვა, იბრზოლოს ოტხეულისტვის.d.d.
liverpuli barselonas supermarketi.
16:55 05-09-2017
1

სიახლეები პოპულარული