მოურინიო: 2:0-ზე PlayStation-ის ფანტეზი-ფეხბურთის თამაში დავიწყეთ

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "მანჩესტერმა" "ბაზელს" 3:0 სძლია, მანკუნიანელთა მენეჯერი ჟოზე მოურინიო მაინც უკმაყოფილო გახლდათ:

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახლში 3 ქულის აღება. სანამ ანგარიში 2:0 გახდებოდა, სტაბილურად ვთამაშობდით, მერე კი სერიოზულად ბურთაობას მოვეშვით და შეცდომების დაშვება დავიწყეთ. ამის გამო შეიძლებოდა პრობლემები შეგვქმნოდა.

ჩვენ PlayStation-ის ფანტეზი-ფეხბურთის თამაში დავიწყეთ. არ მიყვარს ფეხბურთელების ჟონგლიორობა. მეტოქეს პატივი უნდა სცე. არ მომეწონა ჩემი ბიჭების საქმისადმი დამოკიდებულება. ძალიან ადრე მოვდუნდით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული