ჩემპიონთა ლიგა. I ტური: მესის მასტერკლასი ბუფონს და შეუბრალებელი MCN [VIDEO]

AutoSharing Option
2017/18 წლების სეზონის ლიგამ სტარტი აიღო - 8 თამაშიდან 5-ში დიდი ანგარიშით სხვაობა დაფიქსირდა, მათ შორის, "კამპ ნოუზე", სადაც ლეო მესიმ კარიერაში პირველად გაუტანა ჯიჯი ბუფონს, თანაც ეს ორჯერ მოახერხა. ფრანგულმა MCN-მა პირველი "სელტიკი" მოინადირა, აზერბაიჯანელებს კი ლიგური დებიუტი ჩაუმწარეს.

დღის მატჩი - მესი შოუ
"კამპ ნოუზე" "იუვენტუსზე" შური იძიეს ამ გაზაფხულის მეოთხედფინალისთვის, 2015 წლის ლიგის ფინალის რე-მატჩი "ბარსამ" დამაჯერებლად მოიგო და ამაში "დამნაშავე" ლეო მესია, რომელმაც ლიგაზე 95-ე და 96-ე გოლები გაიტანა, მათ შორის იყო (ასევე არგენტინელის მონაწილეობით) ივან
რაკიტიჩის გოლი საკმაოდ დაბნეული ჯიჯი ბუფონის კარში.

მესიმ ბრწყინვალედ ითამაშა და მას მხარი ანდრეს ინიესტამ და რაკიტიჩმა აუბეს, "ბებერ ქალბატონს" კი მათ გასანეიტრალებლად იარაღი არ აღმოაჩნდა, კიელინის გარეშე დარჩენილი დაცვა კი შეცდომებს უშვებდა. როგორც უკვე ვთქვით, ვერც ვეტერანმა ბუფონმა ითამაშა დამაჯერებლად.

ანდრეს ინიესტა (ბარსელონა): "როცა გუნდი კარგად თამაშობს, ყველა კმაყოფილია. დღეს მეც კმაყოფილი ვარ, როგორც ჩემი გარჯით, ისე გუნდის თამაშით. ყოველთვის ძნელია ასეთი ძლიერი მეტოქის დამარცხება. დღეს "იუვენტუსს" ძალიან ცოტა შანსი მიეცა, ჩვენ კი დიდებულად ვითამაშეთ. მე მინდა ბედნიერი ვიყო "ბარსელონაში" და ახლა სწორედ ასეა - ბედნიერი ვარ".

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ჩვენი შანსები უნდა გამოგვეყენებინა, ეს ვერ გავაკეთეთ და დაგვსაჯეს. ირონიულია, რომ "ბარსასთან" "კამპ ნოუზე" სამივე გოლი კონტრშეტევაზე გავუშვით. რა თქმა უნდა, მათ ჰყავთ მესი, რომელსაც მინდორზე ყველაფრის შეცვლა შეუძლია, მაგრამ მაინც - მეორე ტაიმში უკეთ თამაში გვმართებდა".
Sportall.Ge

MCN
პსჟ-ს სუპერტრიომ (მბაპე, კავანი, ნეიმარი) ცხოვრებაში მეორედ და ლიგაზე პირველად ითამაშა ერთად და გლაზგოში "სელტიკს" 5-დან 4 გოლი გაუტანა. ხუთიდან 4 გოლი გაიტანა ტრიომ "მეცთან" მატჩშიც - 8 გოლი ორ მატჩში!

და რით გამოიჩინა თავის "სელტიკმა", გუნდმა ვერაფრით, აი, მათმა ერთ-ერთმა ფანმა მბაპეს "დასჯა" გადაწყვიტა და პირველ ტაიმში მოედანზე ჩაუხტა 18 წლის ფეხბურთელს, საბედნიეროდ, მისი მოქნეული ფრანგს აცდა, შემდეგ კი იგი სტუარდებმა დააკავეს. გლაზგოში სამივე ფორვარდმა დიდებულად ითამაშა, მაგრამ მაინც საოცარი იყო ნეიმარი, 222 მილიონ ევროდ "ბარსადან" პარიზში გადასულმა ბრაზილიელმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
Sportall.Ge

მწარე დებიუტი
ის, რომ აზერბაიჯანული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, უკვე უდიდესი წარმატებაა, მაგრამ, ალბათ, არავის სურს ასეთი დებიუტი - "სტემფორდ ბრიჯზე" ოდნავ სახეცვლილი შემადგენლობით მოთამაშე "ჩელსიმ" "ყარაბაღს" 6 უპასუხო გოლი გაუტანა - სტუმართა კარში გოლები უბრალო ჩაწოდებების შემდეგ გადიოდა, ან საგოლე პასს გოლკიპერი აკეთებდა... მოკლედ, "ყარაბაღი" ლიგის ანსამბლიდან აშკარად ამოვარდნილია.

ფაქტები
  • ლიონელ მესის (ბარსელონა) 315 წუთი დასჭირდა ჯანლუიჯი ბუფონისთვის (იუვენტუსი) პირველი გოლის გასატანად.
  • უსმან დემბელემ პირველად ითამაშა "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობაში.
  • ედინსონ კავანიმ 22 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ის მაისურით. მან გაასწრო ზლატან იბრაჰიმოვიჩს (20 გოლი პსჟ-ს მაისურით ლიგაზე) და კლუბის ერთპიროვნული ბომბარდირი გახდა ამ კატეგორიაში.
  • ცსკა-მ პირველად დაიწყო ლიგის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით.
  • კილიან მბაპე პირველი ფეხბურთელია 19-წლამდელ ასაკში, რომელმაც ორი კლუბის სახელით (მონაკო, პსჟ) მოახერხა ლიგაზე გოლების გატანა.
  • დავიდე ძაპაკოსტა (ჩელსი) მე-100 იტალიელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა.
  • ლიონელ მესის ერთი გოლი აკლია ევროთასებზე 100 გოლის გატანამდე, ჩემპიონთა ლიგაზე კი ამ მაჩვენებლის მიღწევამდე მას 4 გოლი რჩება.
  • "იუვენტუსმა" სტუმრად 0:3 პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგაზე (ჩემპიონთა თასზე).
  • ჯიჯი ბუფონმა ბოლო ორ შეხვედრაში ლიგაზე 2-2 გოლი გაუშვა კრიშტიანო რონალდოსაგან (რეალი) და ლეო მესისგან.
  • ნეიმარს (პსჟ) "სელტიკის" წინააღმდეგ ლიგაზე 11 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (5 გოლი, 6 საგოლე პასი).
  • დიეგო გოდინი (ატლეტიკო) გახდა მეორე ურუგვაელი, ვინც ლიგაზე 50 მატჩი ითამაშა. პირველი პაულო მონტეროა (57 თამაში).
  • 0:5 "სელტიკისთვის" ისტორიაში ყველაზე დიდი საშინაო მარცხია ევროთასებზე.
  • მარკუს რაშფორდმა გაიტანა მის სადებიუტო მატჩებში, როგორც პრემიერლიგაში, ისე ევროპალიგაზე, ასოციაციის თასზე, ჩემპიონთა ლიგასა და ინგლისის ნაკრებში.
  • ტიბო კურტუა (ჩელსი) პირველი გოლკიპერია ფორსტერის (2012) მერე ვინც ლიგაზე საგოლე პასი მიითვალა.
  • მარუან ფელაინის (მანჩესტერი) გოლი მეასეა ბელგიელი ფეხბურთელებისთვის ლიგაზე.
  • "იუვენტუსმა" ლიგაზე ბოლოს 2009 წელს "ბაიერნთან" გაუშვა სამი გოლი.
  • ალისონმა (რომა) 9 "სეივი" მიითვალა "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში.
  • კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 მატჩიდან 6-ში გოლები გაიტანა.
  • მარკო მარინმა ჩემპიონთა ლიგაზე 2 471-დღიანი პაუზის შემდეგ ითამაშა.
Sportall.Ge

A ჯგუფი
ბენფიკა-ცსკა 1:2
გოლები: 1:0 სეფეროვიჩი (50), 1:1 ვიტინიო (63-პენ), 1:2 ჟამალეტდინოვი (71)
ბენფიკა (4-1-3-2): ვარელა - ალმეიდა, ლუიზაო, ლ. ლოპესი (89. რ. სილვა, გრიმალდო (77. გაბრიელი) - აუგუსტო - სალვიო, პიცი, ჟივკოვიჩი - ჟონასი (70. რ. ხიმენესი), სეფეროვიჩი
ცსკა (5-3-2): აკინფეევი - ფერნანდეში, ვასინი, ვ. ბერეზუცკი, ა. ბერეზუცკი, შენნიკოვი - გოლოვინი (87. კუჩაევი), ვერნბლუმი, ძაგოევი (77. ნათხო) - ვიტინიო, ოლანარე (67. ჟამალეტდინოვი)


მან. იუნაიტედი-ბაზელი 3:0
გოლები: 1:0 ფელაინი (35), 2:0 ლუკაკუ (53), 3:0 რაშფორდი (84)
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - იანგი, ლინდელიოფი, სმოლინგი, ბლინდი - პოგბა (19. ფელაინი), მატიჩი - მატა (77. რაშფორდი), მხითარიანი, მარსიალი (70. ლინგარდი) - ლუკაკუ
ბაზელი (3-4-3): ვაჩლიკი - აკანჯი, სუხი, ბალანტა - ლანგი, ჯაკა, ცუფი, გალეანო (77. ობერლინი) - შტეფენი, ვან ვოლფსვინკელი (66. ბუა), ელიუნუსი


B ჯგუფი
ბაიერნი-ანდერლეხტი 3:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (12-პენ), 2:0 ტიაგო ალკანტარა (65), 3:0 კიმიხი (90)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ზულე, ხავი მარტინესი (77. ბოატენგი), რაფინია - ტოლისო, ტიაგო ალკანტარა - რობენი, ხ. როდრიგესი (85. კომანი), რიბერი (78. მიულერი) - ლევანდოვსკი
ანდერლეხტი (5-4-1): სელსი - ჩიპჩიუ, სპაიჩი, კუმსი, დეშახტი, ნაიარი (26. აპია) - სტანჩუ (59. ონიეკურუ), დენდონკერი, ტრებელი, ჰანი - ტეოდორჩიკი (84. არბაუი)
გაძევება: კუმსი (11)


სელტიკი-პსჟ 0:5
გოლები: 0:1 ნეიმარი (19), 0:2 მბაპე (34), 0:3 კავანი (40-პენ), 0:4 ლუსტიგი (83 ს.კ.), 0:5 კავანი (85)
სელტიკი (4-2-3-1): გორდონი - რალსტონი, ლუსტიგი, შიმუნოვიჩი, ტიერნი - ბრაუნი, ნტჩამი - რობერტსი (78. ფორესტი), არმსტრონგი (46. როგიჩი), სინკლერი - გრიფიტსი (69. ედუარდი)
პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა - ვერატი, ტიაგო მოტა, რაბიო (61. დრაქსლერი) - მბაპე (84. ლო სელსო), კავანი, ნეიმარი


C ჯგუფი
ჩელსი-ყარაბაღი 6:0
გოლები: 1:0 პედრო (5), 2:0 ძაპაკოსტა (30), 3:0 ასპილიკუეტა (55), 4:0 ბაკაიოკო (71), 5:0 ბატშუაი (76), 6:0 მედვედევი (82 ს.კ.)
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა (75. რიუდიგერი), კრისტენსენი, კეჰილი - ძაპაკოსტა, კანტე (63. ბაკაიოკო), ფაბრეგასი, ალონსო - ვილიანი, პედრო (58. აზარი) - ბატშუაი
ყარაბაღი (4-1-4-1): სეჰიჩი - მედვედევი, ჰუსეინოვი, სადიგოვი (70. მადათოვი), რჟეზნიჩაკი - გარაევი (70. დინიევი) - ენრიკე (77. ელიუნუსი), მიჩელი, რიჩარდი, გერიერი - ნდლოვუ


რომა-ატლეტიკო 0:0
რომა (4-3-3): ალისონი - პერესი, მანოლასი, ჟეზუში, კოლაროვი - ნაინგოლანი (79. პელეგრინი), დე როსი, სტროოტმანი - დეფრელი (68. ფასიო), ჯეკო (89. ელ შაარავი), პეროტი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, თომასი, გაბი (62. ფერეირა-კარასკო), საულ ნიგესი - გრიზმანი (79. გაიტანი), ვიეტო (58. ა. კორეა)


D ჯგუფი
ბარსელონა-იუვენტუსი 3:0
გოლები: 1:0 მესი (45), 2:0 რაკიტიჩი (56), 3:0 მესი (69)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი (77. პაულინიო), ბუსკეტსი, ინიესტა (83. ანდრე გომეში) - მესი, ლ. სუარესი, დემბელე (70. ს. რობერტო)
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - დე შილიო (41. სტურარო), ბარძალი, ბენატია, ალექს სანდრო - პიანიჩი, მატუიდი - ბენტანკური (63. ბერნარდესკი), დიბალა, დუგლას კოშტა - იგუაინი (87. კალიგარა)


ოლიმპიაკოსი-სპორტინგი 2:3
გოლები: 0:1 დუმბია (2), 0:2 მარტინში (13), 0:3 ფერნანდეში (43), 1:3 პარდო (90), 2:3 პარდო (93)
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): კაპინო - ელაბდელაუი, ენგელსი, რომაო, ფიგეირაში - ოჯიჯა-ოფოე, ჟილე - კარსელა-გონსალესი (78. პარდო), ფორტუნისი (46. ზდიელარი), მარინი - ჯურჯევიჩი (63. ემენიკე)
სპორტინგი (4-5-1): პატრისიო - პიჩინი, მატიო, კოატესი, სილვა - ფერნანდეში (88. რისტოვსკი), კარვალიო, ბატალია, აკუნია, მარტინში (73. სეზარი) - დუმბია (64. დოსტი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული