უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ვალვერდე: როდესაც ბურთს მესი იღებს, რაღაცა მოხდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" ნამატჩევს "ბარსელონას" დამრიგებელმა ერნესტო ვალვერდემ რა თქმა უნდა, ლეო მესის თამაში გამოყო:

"ჩვენთვის ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მეტოქე ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ფინალისტი იყო, ძალიან კარგად ვიასპარეზეთ და 3 უპასუხო გოლი გავუტანეთ. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ აუცილებელი იყო პირველი შეხვედრის მოგება.

პირველ ტაიმში გარკვეული პრობლემები გვქონდა. პრესინგს მოწინააღმდეგის ნახევარზე მივმართავდით და ბურთს უცბად ვართმევდით. მთლიანობაში, დიად გუნდთან შესანიშნავად გავისარჯეთ. ბიანკონერი თავს ტრადიციულად უნარიანად იცავს და მის გასატეხად მოთმინება გახლდათ საჭირო.

როცა მესი იღებს ბურთს, ხვდები,
რაღაც მოხდება. შესვენებაზე გასვლის წინ მის მიერ შეგდებული ბურთი უმნიშვნელოვანესი იყო. დემბელესაც არ უთამაშია ურიგოდ. გუნდში თანდათან ადაპტირდება".