იგუაინმა "ბარსელონას" ფანებს შუა თითი უჩვენა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" მატჩში არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი ტურინის "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ვერაფრით ვერ შეეწია თავის გუნდს.

87-ე წუთზე პიპიტა ალეგრიმ შეცვალა, მოედნიდან გასვლისას კი თავი ვერ შეიკავა და "ბარსას" ფანებს შუა თითი უჩვენა.

გონსალო 21-ჯერაა ასულგრანასთან ნაბურთავები და 3 გოლი აქვს გატანილი, თუმცა სამივე მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული