უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

მარკო ასენსიომ ტრავმა ფეხების გაპარსვის დროს მიიღო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ესპანელი ნახევარმცველი მარკო ასენსიო აპოელ-თან დღეს გასამართ მატჩს უცნაური მიზეზით გამოტოვებს.

ზინედინ ზიდანმა დაადასტურა, რომ მარკო ასენსიო ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი თამაშის განაცხადს მიღმა დარჩა, თუმცა ფრანგმა სპეციალისტმა ტრავმის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

ესპანური პრესა კი იუწყება, რომ 21 წლის ფეხბურთელს ფეხის გაპარსვის დროს ინფექცია შეეჭრა და მისი უთამაშებლობის მიზეზი სწორედ ესაა.