ზიდანი: რონალდო მოედანს უგოლოდ არ ტოვებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე აპოელის ძლევის მერე "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა დუბლის ავტორი რონალდო აქო:

"დღეს კარგი ფეხბურთი უნდა გვეჩვენებინა. კარგი სტარტი უნდა აგვეღო. პირველი ტაიმი დიდად არ მომეწონა, სამაგიეროდ მეორე გახლდათ ჩინებული. დიდებულია ტურნირის გამარჯვებით დაწყება და კარის მშრალად შენახვა.

კრიშტიანო გუნდის წამყვანი ფიგურაა. გუნდს მუდამ ეხმარება და მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. იმედია, ასევე გააგრძელებს".

თავად რონალდომ თქვა, ვიცოდით მეტოქე დაცვაში რომ ჩადგებოდა, უფრო დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო, ჩემპიონთა ლიგა ჩვენი ტურნირია და ისევ უნდა ვიმარჯვოთო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული