"მადლობა მინდა გადავუხადო გვარდიოლას ჩვენი შექებისათვის. მისი ნათქვამი სასიამოვნოა, რადგან ამჟამად პლანეტის საუკეთესო მენეჯერია. 25 წლის წინ საუკეთესო არიგო საკი იყო, მაგრამ შესაძლოა, 2 სეზონის შემდეგ პეპი მასზე არანაკლებ დიდი სპეციალისტი გახდეს.
ასეთი გრძნობა შარშან "რეალთან" თამაშის წინაც კი არ დამუფლებია, ვინაიდან ჩემის აზრით, ეს "მანჩესტერ სიტი" შარშანდელ ბლანკოსზე უფრო ძლიერია. ვიცი, ჩემს გუნდს ნებისმიერი
ვუყურე "სიტის" თამაშებს, მაგრამ არ მინდოდა ხშირად მეცქირა, რათა დეპრესიაში არ ჩავვარდნილიყავი. გვარდიოლას კრებული ახლა ყველა ევროპულ გუნდს გაცილებით სჯობს. სატურნირო მნიშვნელობის მხრივ ეს შეხვედრა განსაკუთებით მნიშვნელოვანი არაა. "ქალაქელები" ჯგუფის სხვა კლუბებთან შედარებით სულ სხვა დონისანი არიან და ვფიქრობ, პირველ ადგილზე გავლენ. ჩვენთვის კი გადამწყვეტი სხვებთან პაექრობები იქნება".