ვალვერდე: ვფიქრობ, პიკემ ინსტიქტურად იმოქმედა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ოლიმპიაკოსთან" მოგებული შეხვედრა (3:1) "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გაარჩია:

"ვიცოდი, როდესაც კაცნაკლულნი დავრჩით, მოწინააღმდეგე დიდი ძალებით შემოგვიტევდა. მდგომარეობის განმუხტისათვის მეორე გოლის გატანა გვჭირდებოდა. ბერძნები კონტრშეტევაზე სათამაშოდ ჩამოვიდნენ. ძირითადად დაცვაში იდგნენ.

ასეთ გუნდებთან ძნელია ასპარეზობა. მათ თავიანთი გეგმა ქონდათ, ჩვენ კი ჩვენი.

პიკე?. ჯერ იმ მომენტის განმეორება არ მინახავს, მაგრამ ვფიქრობ, გოლის გატანა სურდა და ინსტიქტურად იმოქმედა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
შესაძლებელია ინსტიქტურად იმოქმედა ,რაც აბსოლუტურად დასაშვებია, მაგრამ მერე რა ნამუსით დაუწყო მტკიცება მსაჯს ხელი არ მიხლიაო??? დიდი პატივისცემის მიოუხედავად ძალიანდ ცუდად, არასასიამოვნოდ და, თუ გნებავთ, დამამცირებლადაც ჩანს, როდესა ამხელა დონის სპორსტმენები მთელი მსოფლიოს წინაშე იტუებიან...და ეხლა იმის დაწერა რომ "რა ვქნათ, სპორტია და დდი ფულია და..." ამგვარი რაღაცეების დაწერა კი შეიძლება, მაგრამ სიმულაცია სიმულაციაა და ყოველთვის არასაკადრისია , მით უმეტეს რომ მილიონობით ბავშვები ბაძავენ მთელ მსოფლიოში
ქართველი ადამიანი
15:52 19-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული