გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ გუნდებს ცხრილებში პოზიცია არ შეუცვლიათ ერთი გამონაკლისის გარდა - ტურინის "იუვენტუსმა" ლისაბონის "სპორტინგს" გადაასწრო და მეორე, გამსვლელ ადგილზე დამკვიდრდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი", პსჟ და "ბარსელონა" "ბეშიქთაშსა" და "მანჩესტერ სიტის" შეემატნენ ჯერაც ქულადაუკარგავთა ელიტაში.
ჟოზე მოურინიომ ერთ-ერთ ყოფილ გუნდს მოუგო - ლისაბონში "ბენფიკა" კურიოზული გოლის წყალობით დაამარცხა -
"ბარსას" მცველი ჟერარდ პიკე ბოლო დროს სულ შარშია, ახლა "ოლიმპიაკოსთან" თამაშში მან გოლის ხელით გატანა გადაწყვიტა, რისთვისაც გაძევება დაიმსახურა. 10-კაციანმა "ბარსამ" ბერძნულ კლუბს შანსი მაინც არ მისცა - 3:1. ლიონელ მესიმ გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
ლეოს გოლი ცალკე აღნიშვნის ღირსია, რადგან ის მეასეა არგენტინელისთვის ევროთასებზე.
აი, რაც შეეხება პსჟ-ს... ეს გუნდი უკვე ძალიან დაშორდა კონკურენტებს - 9 ქულა, 12 გატანილი და არც ერთი გაშვებული ბურთი... "ანდერლეხტს" სამივე სუპერფორვარდმა გაუტანა და ბოლოს დი მარიამაც ჩაროზად მეოთხე დააყოლა.
დღის მთავარი მატჩი მართლაც დიდებული სანახავი გამოდგა "ჩელსი" 2:0-ს იგებდა, მაგრამ მალე ედინ ჯეკოს დუბლით "რომა" 3:2 დაწინაურდა, თუმცა კონტეს გუნდი ედენ აზარმა გადაარჩინა, რომელმაც, ჯეკოს მსგავსად, დუბლი შეასრულა.
იუპ ჰაინკესი ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა, მის ხელში ძველი თომას მიულერი ვიხილეთ, ვინც "სელტიკთან" მატჩში (3:0) გოლით გამოიჩინა თავი. "ბაიერნი" პსჟ-ს კვალში კი უდგას, მაგრამ კლასში მაინც დიდი სხვაობა ჩანს...
ტურინში სამივე გოლი მასპინძლებმა გაიტანეს, თუმცა ალექს სანდრომ თავი ავტოგოლით "გამოიჩინა" და ალეგრის ბიჭებს "სპორტინგთან" მატჩის შემოტრიალება დასჭირდათ - პიანიჩის სუპერსაჯარიმო და მანჯუკიჩის თავური და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.
"ყარაბაღმა" "ატლეტიკოს" ვერ გაუტანა, მარა არც თავად გაატანინა და 10 კაცით აზერბაიჯანული ფეხბურთისთვის ისტორიულ შედეგს მიაღწია - პირველ ქულას ჩემპიონთა ლიგაზე.
ფაქტები
- ლიონელ მესიმ (ბარსელონა) ევროთასებზე 100 გოლი გაიტანა, 97 ჩემპიონთა ლიგაზე და 3 სუპერთასზე. 100-დან 82 გოლი მან ცაციით გაიტანა, 14 - მარჯვენა ფეხით, 4 კი თავით. 100-დან 5 გოლი პირდაპირ საჯარიმო დარტყმითაა გატანილი, 16 კი შორეული დარტყმით.
- ედინსონ კავანი (პსჟ) მესამე ფეხბურთელია, ვინც ზედიზედ 7 საჩემპიონთალიგო მატჩში გაიტანა. მანამდე ეს ვან ნისტელროიმ და კრიშტიანო რონალდომ შეძლეს.
- ჟერარდ პიკე (ბარსელონა) ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გააძევეს (92 მატჩში).
- არც ერთ თინეიჯერს არ გაუტანია ამდენი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, რამდენიც კილიან მბაპეს (პსჟ) - 8.
- არიენ რობენმა (ბაიერნი) მეასედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე. მასზე წინ მხოლოდ კლარენს ზეედორფია (125).
- "ატლეტიკომ" ლიგაზე ამ სეზონში 44 დარტყმიდან მხოლოდ ერთი გაიტანა და ისიც პენალტით.
- "ბაიერნმა" ევროთასებზე 250-ე მატჩი მოიგო.
- ლიონელ მესიმ 2017 წელს უკვე 50 გოლი გაიტანა.
ცსკა-ბაზელი 0:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 ტ. ჯაკა (29), 0:2 ობერლენი (90)
ცსკა (3-5-2): აკინფეევი - ვასინი, იგნაშევიჩი (46. ნათხო), ბერეზუცკი - ფერნანდეში, გოლოვინი, ვერნბლომი, მილანოვი (70. კუჩაევი), შენნიკოვი - ჟამალეტდინოვი (77. ჩალოვი), ვიტინიო
ბაზელი (3-4-3): ვაჩლიკი - აკანჯი, სუხი, ბალანტა - ლანგი, ტ. ჯაკა, ცუფი, პეტრეტა - შტეფენი (87. ბუა), აიეტი (61. ობერლენი), ელიუნუსი (93. ფრანსონი)
ბენფიკა-მან. იუნ. 0:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლი: 0:1 რაშფორდი (64)
ბენფიკა (4-3-3): სვილარი - დ. პერეირა, ლუიზაო, დიაში, გრიმალდო - პიცი (59. ჟივკოვიჩი), ფეისა, აუგუსტო - სალვიო (83. სერვი), ხიმენესი, გონსალვეში (69. ჟონასი)
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-1-1): დე ხეა - ვალენსია, ლინდელიოფი, სმოლინგი, ბლინდი - მატა (83. ლინგარდი), ანდერი, მატიჩი, რაშფორდი (76. მარსიალი) - მხითარიანი (92. მაკტომინეი) - ლუკაკუ
გაძევება: ლუიზაო (92)
B ჯგუფი
ანდერლეხტი-პსჟ 0:4 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 მბაპე (3), 0:2 კავანი (44), 0:3 ნეიმარი (66), 0:4 დი მარია (88)
ანდერლეხტი (3-4-3): სელსი - დენდონკერი, კარა, დეშახტი (89. ობრადოვიჩი) - აპია, კუმსი (58. სა), ტრებელი, ონიეკურუ - გერკენსი (82. ბრუნო), ტეოდორჩიკი, ჰანი
პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა - ვერატი (75. ლო სელსო), ტიაგო მოტა (71. დრაქსლერი), რაბიო - მბაპე, კავანი (75. დი მარია), ნეიმარი
ბაიერნი-სელტიკი 3:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 მიულერი (17), 2:0 კიმიხი (29), 3:0 ჰუმელსი (51)
ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - კიმიხი (80. რაფინია), ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - რუდი, ტ. ალკანტარა (67. ვიდალი) - რობენი, მიულერი, კომანი (78. ხ. როდრიგესი) - ლევანდოვსკი
სელტიკი (4-2-3-1): გორდონი - გამბოა, ლუსტიგი, ბოიატა, ტირნი - ნტჩამი, ბრაუნი - რობერტსი (78. ფორესტი), არმსტრონგი (65. როგიჩი), სინკლერი - გრიფიტსი (65. მ. დემბელე)
C ჯგუფი
ყარაბაღი-ატლეტიკო 0:0 (იხილეთ ვიდეო)
ყარაბაღი (4-2-3-1): შეჰიჩი - მედვედევი (71. რჟეზნიჩაკი), გუსეინოვი, სადიგოვი, აგოლი - რიჩარდი, გარაევი - პედრო ენრიკე (69. გერიე), მიჩელი (85. ელიუნუსი), მადათოვი - ნდლოვუ
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუიში - გაიტანი (64. თომასი), საულ ნიგესი, გაბი, ფერეირა-კარასკო (72. ა. კორეა) - გამეირო (72. ფ. ტორესი), გრიზმანი
გაძევება: ნდლოვუ (75)
ჩელსი-რომა 3:3 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 დ. ლუისი (11), 2:0 აზარი (37), 2:1 კოლაროვი (40), 2:2 ჯეკო (64), 2:3 ჯეკო (70), 3:3 აზარი (75)
ჩელსი (3-5-2): კურტუა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი - ძაპაკოსტა (77. რიუდიგერი), ფაბრეგასი, დ. ლუისი (57. პედრო), ბაკაიოკო, ალონსო - მორატა, აზარი (80. ვილიანი)
რომა (4-3-3): ალისონი - პერესი, ფასიო, ჟეზუში, კოლაროვი - ნაინგოლანი, გონალონი, სტროტმანი (83. ფლორენცი) - ჟერსონი (74. პელეგრინი), ჯეკო, პეროტი (88. ელ შაარავი)
D ჯგუფი
იუვენტუსი-სპორტინგი 2:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 ალექს სანდრო (12 ს.კ.), 1:1 პიანიჩი (29), 2:1 მანჯუკიჩი (84)
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - სტურარო (84. დ. კოშტა), ბენატია (46. ბარძალი), კიელინი, ალექს სანდრო - პიანიჩი, ხედირა (62. მატუიდი) - კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი - იგუაინი
სპორტინგი (4-2-3-1): პატრისიო - პიჩინი, კოატესი, მატიო, კოენტრაო (77. სილვა) - ვ. კარვალიო, ბატალია (87. დუმბია) - მარტინში (76. პალინია), ფერნანდეში, აკუნია - დოსტი
ბარსელონა-ოლიმპიაკოსი 3:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ნიკოლაუ (18. ს.კ.), 2:0 მესი (61), 3:0 დინი (64), 3:1 ნიკოლაუ (90)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი, დინი - პაულინიო, ბუსკეტსი (80. ანდრე გომეში), ინიესტა (67. რაკიტიჩი) - მესი, ლ. სუარესი, დეულოფეუ (46. მასკერანო)
ოლიმპიაკოსი (4-3-3): პროტო - ელაბდელაუი, ბოტია, ნიკოლაუ, კუტრისი - ჟილე (55. ჯურჯევიჩი), რომაო, ზდიელარი - კარსელა-გონსალესი (65. პარდო), ოჯიჯა-ოფოე (72. ფორტუნისი), ანდრუცოსი
გაძევება: პიკე (42)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"