უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

დავით ხოჭოლავამ "სან პაოლოზე" ივარჯიშა და ჯერ უცნობია ათამაშებენ თუ არა "ნაპოლისთან"

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატზე მოულოდნელად "ალეკსანდრიასთან" დამარცხებული (1:2) დონეცკის "შახტარი" დღეს ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლის" ხვდება და ყაიმის მიღწევის შემთხვევაში ჯგუფურ ბარიერს ვადამდე გადალახავს, ხოლო თუ იტალიურმა გუნდმა ეს თამაში ვერ მოიგო, ჯგუფში ჩარჩება.

გეცოდინებათ, "ალეკსანდრიასთან" მატჩში მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ძირითად შემადგენლობაში ქართველი მცველის ხოჭოლავას ნაცვლად ტრავმამორჩენილი იაროსლავ რაკიცკი დააყენა და სწორედ მისი და ივან ორდეცის შეცდომების შედეგად გაუშვა დონბასურმა გუნდმა გოლები. ჰოდა, საინტერესოა ათამაშებს თუ არა ფონსეკა"ნაპოლისთან"  ხოჭოლავას.

ფონსეკამ ნეაპოლში 26 ფეხბურთელი, მათ შორის დავითიც იახლა, "სან პაოლოს" სტადიონზე ავარჯიშა, შემდეგ კი
თქვა, რომ ბურთის ფლობა უყვართ და დაცვაში ჩადგომას არ აპირებენ.
ასევე დაგაინტერესებთ